საახალწლო აქცია მინისტრებთან ერთად

28 დეკემბერი, 2018

სავაჭრო ცენტრში“ მეტრო სითი ფორუმი“ ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების მიერ საახალწლოდ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
პატარა ხელოვანებს მათ მიერ დამზადებული ნამუშევრების გაყიდვაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაეხმარნენ.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და დაფინანსებით ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სახელოსნოები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები ეუფლებიან თიხაზე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობის ტექნოლოგიას.
აქციის ფარგლებში შემოსული თანხა ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის სახელოსნოების განვითარებას მოხმარდება.

კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები