შეხვედრა ვეტერანებთან

29 დეკემბერი, 2018

სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა წინა საახალწლო შეხვედრა გამართა აფხაზეთის, ავღანეთის და აგვისტოს ომის ვეტერანებთან. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სოციალური პასუხისმგებლობაზე, რომელიც ვეტერანების წინაშე გვაქვს.

,,ვეტერანებს, ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე და აუცილებელია, რომ ეს დამსახურება გააზრებული გვქონდეს თითოეულ ჩვენგანს. მინდა პატივი მივაგო იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გასწირა. თქვენი ბრძოლის შედეგია, რომ დღეს მშვიდ და თავისუფალ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. აუცილებელია უფრო მეტი თანადგომა. ეს არის საერთო საქმე და დარწმუნებული ვარ ერთიანი შრომით შევძლებთ ჩვენი ვეტერანებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის მთავრობის, მერიის, ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო სამშენებლო კომპანია ,,ჰორიზონს გრუპის“ ინიციატივით გაიმართა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები