აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი ამოქმედდება

02 თებერვალი, 2019

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა. ორმხრივი პარტნიორობა უკვე საუკუნეა გრძელდება და  მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება, კულტურა, ჯანდაცვა, ტურიზმი და ეკონომიკა.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟავაძემ პოლონურ- ქართული ურთიერთობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პოლონეთის დელეგაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

,,ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული ევროპელი პარტნიორის არსებობა, როგორიცაა პოლონეთი, აუცილებელია ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, სწორედ ამიტომ მუდმივად იმართება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტები.’’ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის  ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება აჭარისა და ქვემო სილეზიის წარჩინებული მოსწავლეების გაცვლითი ვიზიტები.

დინამიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. 2018 წელს დაფიქსირდა პირდაპირი პოლონური ინვესტიციების ზრდა საქართველოში. იგეგმება მსხვილი ინვესტორებისთვის სხვადასხვა პროექტების შეთავაზება და კონტაქტების მაქსიმალური გამყარება. ამჟამად პოლონური კაპიტალის მონაწილეობით აჭარაში მოქმედებს ექვსი ორგანიზაცია.

ვიზიტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები