ჯაბა ფუტკარაძემ ქვემო სილეზიის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
02 თებერვალი, 2019
შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. საუბარი ასევე აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ზოგადად საინვესტიციო პროცესებს და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
მხარეებმა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე თინა ზოიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ზურა ჭურკვეიძე ესწრებოდა.