ეკოტურიზმი ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია

07 თებერვალი, 2019

რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Balttour 2019” საქართველო ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბალტიისპირეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევდა.

აჭარის კუთხესთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. მათმა უმრავლესობამ განსაკუთრებული ინტერესი ეკოტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით გამოხატა.  გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან მიმდინარე წელს ლატვიაში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის მიზნით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ლატვიაში 2017 წლიდან ანხორციელებს.

წელს, „Balttour 2019” წელს ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა. სამი დღის განმავლობაში მას ჯამში 28,050 ვიზიტორი დაესწრო. საქართველოს სტენდი გამოფენაზე ლატვიაში საქართველოს ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები