გამწვანების აქციას თორნიკე რიჟვაძე შვილთან ერთად შეუერთდა

07 თებერვალი, 2019

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამწვანების სამსახურის მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტი - “სილამაზე და ჯანსაღი გარემო ბათუმის ქუჩებში“ ითვალისწინებს 70 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხემცენარის დარგვას გმირთა ხეივანში.

პირველი ნერგი თორნიკე რიჟვაძემ შვილთან ერთად დარგო და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ,,დღეს მონაწილეობა მივიღე გამწვანების აქციაში. დავრგეთ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი მცენარეები. გამწვანების აქცია მოგვცემს საშუალებას გვქონდეს უფრო გალამაზებული და მწვანე გმირთა ხეივანი. დარწმუნებული ვარ, ბათუმელები სიამოვნებით ისეირნებენ აქ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში დაირგო ირმის რქა, დეკორატიული ვაშლის და წითელი ტყემლის ხეები. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს წლის ბოლომდე 4000 -მდე ხემცენარის დარგვა აქვს დაგეგმილი.

გამწვანების აქციას ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები