აჭარის ტურისტულ პოტენციალს ესტონეთში ეცნობიან

09 თებერვალი, 2019

ამ წუთებში აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „TUEREST 2019 ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობით გაიმართება. აჭარის მთავრობის დელეგაცია ესტონეთში უკვე გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საქმიანი შეხვედრები განათლებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.   

„ესტონეთი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 2017 წლიდან ეწევა და წელსაც გააგრძელებს. აჭარის მიმართ ესტონელი მოგზაურების ინტერესი მზარდია. 2018 წელს, რეგიონს წინა წელთან შედარებით ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.  ტალინის გამოფენაზე წარმოდგენილია 30 ქვეყნის 500-ზე მეტი კომპანია, რაც ბუნებრივია საშუალებას გვაძლევს მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ასევე ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები