განცხადება დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევასთან დაკავშირებით
11 თებერვალი, 2019
საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურების 2018 წლის
წლიური ბალანსების შესამოწმებლად და დასკვნის მოსამზადებლად ესაჭირეობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი
ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტის მომსახურებისათვის
შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულია 2 000 (ორი ათასი) ლარი.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით 20 თებერვლამდე: ტელ: 0422 24 79 68 ან მისამართზე
ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის #119, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.