მინისტრი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) III კონფერენციას დაესწრო

11 თებერვალი, 2019

დღეს ზუგდიდში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) III კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ უახლეს ტექნიკურ ინფორმაციას თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ღონისძიების მიზანი იყო ფართო საზოგადოებას გაეცნო საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიღწევები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო გეგმები რომლებიც უკავშირდება თხილის დარგში არსებულ გამოწვევებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, ფინანსური ინსტიტუტები და სადაზღვეო კომპანიები, თხილის სექტორში მოღვაწე ფერმერები და მასმედიის წარმომადგენლები.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის III კონფერენციის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), თხილის მწარმოებელი იტალიური კომპანია ფერეროსა (Ferrero) და ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CNFA-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP).

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები