აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში გრძელდება

12 თებერვალი, 2019

გრძელდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში. თორნიკე რიჟვაძე, ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის საჯარო ადმინისტრირების მინისტრს იანეკ მაგის და E-Governance აკადემიის წარმომადგენელს ლიია ჰანნის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა  ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა ესტონეთის მოწინავე გამოცდილების გაზიარება ელექტრონული მმართველობის სფეროში. 

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა: „მნიშვნელოვანია ესტონური გამოცდილების გაზიარება ელექტრონული სერვისებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. საჭიროა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ უშუალო კომუნიკაციის და პროცესებში მაქსიმალური ჩართულობის საშუალება. სისტემა მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის და მოქალაქეებს ექნებათ წვდომა მუდმივად ადევნონ თვალი მიმდინარე პროცესებს“. 

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ქალაქ ტარტუსა და ქალაქ ნარვას შორის. ესტონეთის რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრი“-ს (ENUT) აქტიური ჩართულობით არაერთი მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა აჭარის რეგიონში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები