ქორეოგრაფებსა და ლოტბარებს სერტიფიკატები გადაეცათ

06 მარტი, 2019

2019 წლის 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მუნიციპალიტეტების ლოტბარებისთვის და ქორეოგრაფებისთვის ტრენინგები ჩატარდა. 

დღეს, ტრენინგებში მონაწილეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მოადგილე თეონა ბერიძემ სერტიფიკატები გადასცეს. 

ტრენინგებში მონაწილეობდა 150-მდე ლოტბარი და ქორეოგრაფი, მათ შორის, ქორეოგრაფები ინეგოლის ქართული კულტურის ცენტრიდან.  ტრენინგები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ჩატარდა.  






კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები