პროფესიულ ჯგუფებთან დისკუსიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით

13 მარტი, 2019

შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელის დანერგვის პარალელურად გაეროს ბავშვთა ფონდმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით პროფესიულ ჯგუფებთან შეხვედრები დაიწყო.

საქართველოს რეალობა და ბარიერები, საერთაშორისო კონტექსტი, შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები და სოციალური მოდელის უპირატესობები - სწორედ ამ თემაზე შედგა დღეს დისკუსია თამრის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის სამედიცინო პერსონალთა.

მსგავსი შეხვედრები გაიმართება აჭარის 10 სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი მარტი-აპრილის პერიოდში ჩაატარებს. კერძოდ, შეხვედრები მოეწყობა ბათუმის, ქობულეთის, მახინჯაურის, ხელვაჩაურის, ჩაქვის, ქედას და ხულოს სამედიცინო მუშაკებთან.

დისკუსიებს უძღვება გაეროს ბავშვთა ფონდის შეზღუდული შესაძლებლობების კონსულტანტი მაგული შაღაშვილი, ექიმი ნევროლოგი ზაზა კაკუშაძე, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე და ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის თავმჯდომარე თემურ კაკაბაძე.

სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან შეხვედრების პარალელურად, პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება დისკუსიები თემის წარმომადგენლებთან აჭარაში.

სოციალური მოდელი განიხილავს შეზღუდულ შესაძლებლობას, როგორც გარემო და სოციალური ბარიერების შედეგს, რაც ხელს უშლის გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, სრული მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სოციალური მოდელი იზიარებს პრინციპს, რომ თუ პრობლემა დევს საზოგადოებაში, რაც ვლინდება სისტემური, გარემო და სოციალური ბარიერების სახით, მაშინ უნდა შეიცვალოს საზოგადოება და აღმოიფხვრას ბარიერები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები