ბორანოს - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

13 მარტი, 2019

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ტრადიციული კერძის ,,ბორანოს’’ შესახებ მომზადდა და გაიგზავნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია ეროვნულ სააგენტოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული. აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი. ტრადიციული ფორმით, ბორანო – ესაა იაღში ჩალბობილი ყველი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები