თორნიკე რიჟვაძე ქედაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

13 მარტი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში ყოფნისას განხორციელებულ და უკვე დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო. უკვე მზადაა დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკის რეაბილიტაციის პროექტი. მასზე ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ - “ნ.გ. პროჯექტ გრუპმა” იმუშავა.

პროექტის ფარგლებში, რომელიც 634 369 ლარის სამუაოებს ითვალისწინებს, იგეგმება სცენის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, დამონტაჟდება ამფითეატრის ტიპის დასაჯდომები, დეკორატიული განათებები და ბილიკები ფერადი ფილებით, განახლდება მწვანე საფარი.

აღნიშნული პარკის მოწყობა წელს განხორციელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები