აჭარა ბელარუსი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია

06 აპრილი, 2019

აჭარის ტურისტული პროდუქტები ბელარუსი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „LEISURE 2018” დამოუკიდებელი სტენდით უწევს პოპულარიზაციას, სადაც საუკეთესო სტენდისა და გაფორმებისთვის აჭარის სტენდმა სპეციალური დიპლომები აიღო.

გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც აჭარაში პრეს და ინფოტურების გამართვა იგეგმება. მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 20 ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

ბელარუსი აჭარისთვის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ანხორციელებს. 35%-ითაა გაზრდილი ბელარუსიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა.  მინსკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 3 აპრილს გაიხსნა და  დღეს დასრულდება. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები