„სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები

09 აპრილი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების” პროგრამის ფარგლებში ახორციელებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი  განათლების  პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატზე და მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას. 

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:
• სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან;
• მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი;
• დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
• სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები.

კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2019 წლის 11 თებერვლიდან  15 მარტის   ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა    ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე ჩარიცხული 140 სტუდენტი.  მათ შორის პირველი საფეხურის 93 სტუდენტი და მეორე საფეხურის 47 სტუდენტი.  

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 54 გამარჯვებული სტუდენტი. მათ შორის პირველი საფეხურის 39 სტუდენტი  და მეორე საფეხურის 15 სტუდენტი.

წარმოგიდგენთ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების სახელობით სიას კატეგორიების მიხედვით:  

პირველი საფეხურის სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან; მრავალშვილიანი ოჯახის წევრი; დედით ან მამით ობოლი, უდედმამო; სოციალურად დაუცველი. 

მეორე საფეხურის  სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან; მრავალშვილიანი ოჯახის წევრი; დედით ან მამით ობოლი, უდედმამო; სოციალურად დაუცველი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები