თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

10 აპრილი, 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსში 2019 წელს შემოვიდა 26 განაცხადი, მათ შორის 5 პროექტი გამოვლინდა გამარჯვებულად:
„აჭარის ცნობილი და უცნობი მარშრუტები“ - ა(ა)იპ  „ქრიეითივ სპარკი“ 
„შეუზღუდავი ფერადოვნება“ – ა(ა)იპ ხელოვნების ცენტრი „ფოლიანტი“ 
„საერთაშორისო ფესტივალი „კერამიკის ალქიმია“ - ა(ა)იპ „სოციალური საწარმო „ანდამატი“
„შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“ - ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „პარალელი“ 
„მედიART2“ - ა(ა)იპ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ 

თავისუფალი პროექტების კონკურსის მიზანია:

ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურულ ღონისძიებებში მოქალაქეების მონაწილეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა;
ინკლუზიური ჯგუფებისთვის ხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2019 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 120 000 ლარით; თითოეული პროექტისთვის გაიცემა არაუმეტეს 30 000 ლარისა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები