ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაწმენდილია

08 აპრილი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე, ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბერიძესთან ერთად, გოდერძის უღელტეხილს ეწვია და გზის გაწმენდითი სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაიწმინდა, აღდგა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა.

,,წელს მოვახერხეთ, რომ ძალიან ადრე დაწყებულიყო გზის გაწმენდითი სამუშაოები გოდერძის უღელტეხილზე. უკვე დღეიდან, ერთმანეთს დაუკავშირდება ხულო და სამცხე-ჯავახეთი და ამ მიმართულებითაც შესაძლებელი გახდება გადაადგილება. მადლობა მინდა გადავუხადო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად შევძლოთ აღნიშნული გზის მონაკვეთის გახსნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდეს  გადაადგილება. დაგეგმილია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რაც წელსვე  უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ხულოს მუნიციპალიტეტში ყოფნისას, მთავრობის თავმჯდომარე თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საჭადრაკო ტურნირის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და ტურნირში მოასპარეზე მოყვარული სპორტსმენები დააჯილდოვა. თორნიკე რიჟვაძემ ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები  მეცენატ გოჩა ირემაძის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით, თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები