ბათუმში 9 აპრილის მემორიალი განთავსდა

09 აპრილი, 2019

ბათუმში 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი განთავსდა.

დღეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს,  ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე. „დღეს 30 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღეს თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 21 გმირის სიცოცხლე შეეწირა. მინდა ქედი მოვიხარო ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ეროვნულ იდეალებს. ჩვენ და მომავალმა თაობებმა უპირობოდ პატივი უნდა ვცეთ ამ იდეალებს და ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

9 აპრილის მემორიალის ესკიზის ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა.
დღესვე, გმირთა ხეივანში მოეწყო  30 წლის წინ, 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.

კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები