სამინისტრომ უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კონკურსი გამოაცხადა

11 აპრილი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო  ლიტერატურის  თარგმნის კომპონენტში კონკურსს აცხადებს. 

კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ  და ფიზიკურ  პირებს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს.
 
ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე. კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ორგანიზებას გაუწევს სამინისტროს  მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ივნისი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები