14 აპრილი -დედაენის დღეა

15 აპრილი, 2019

დღეს, დედაენის დღესთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობისა და სახელმწიფოებრიობის შესახებ ლიტერატურული პერფომანსი წარმოადგინეს. დედაენის დღეს პატივი მიაგეს და ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მწერალთა სახლისა და აჭარის მუზეუმის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა. 1978 წელს თბილისსა და ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა - მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებში საქართველოს სახელმწიფო ენა შეუნარჩუნა. 14 აპრილი, დედაენის დღე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღეა. ის არა მხოლოდ ქართული ენის, არამედ ეროვნული თვითშეგნების და კულტურული თვითმყოფადობის, ჩვენი ერის კონსოლიდაციის სიმბოლოა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები