თორნიკე რიჟვაძე ბრიტანეთის ხომალდის ,,HMS ECHO“ ეკიპაჟის წევრებს შეხვდა

30 აპრილი, 2019

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიტანეთისა სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი ,,HMS ECHO“ ეკიპაჟის წევრებს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა. შეხვედრაზე ისაუბრეს  ორი ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებულ წარმატებულ ურთიერთობებზე, რისი კიდევ ერთი დასტურიც ბრიტანული ხომალდის უკვე მეორე ვიზიტია რეგიონში.  თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარას,  მისი ზღვისპირა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკური, ტურისტული თუ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში.

,,დინამიურად ვითარდება ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის მიმართულებით. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბრიტანეთის სამეფო არის ჩვენი ქვეყნის  მხარდამჭერი ამ მიმართულებით” - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ბრიტანულმა ინვესტიციებმა და გასულ წელს პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციების რაოდენობამ 203,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა ტურისტების ნაკადი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველკვირეულად ხორციელდება ხუთი პირდაპირი ფრენა ლონდონის მიმართულებით.

 ბრიტანული ხომალდის  „HMS ECHO-ს“ შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები