ხულოში პროფესიული სასწავლებელი მალე გაიხსნება

14 მაისი, 2019

ხულოს პროფესიულ სასწავლებელში,რომელიც ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ ფილიალია 5 ივნისს სასწავლო პროცესი დაიწყება.დღეს, ხულოს პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციის დასკვნით სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი გაეცნო. ხულოს პროფესიული სასწავლებელი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, სასწავლებელში დამონტაჟდა ადაპტირებული ლიფტი, სრულად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, მოეწყო მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელები.

ხულოს ფილიალში ამოქმედდება ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, კერძოდ ელექტროობა, სასტუმრო მომსახურება, სატყეო საქმე და ინფორმაციის ტექნოლოგია. ხულოს ფილიალი ავტორიზირებულია 120 სტუდენტზე.

ამჟამად ხულოს ფილიალში მიმდინარეობს მასწავლებელთა შერჩევა და გადამზადება, რომელსაც მასწავლებელთა სახლი ახორციელებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები