ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კომიტეტების სხდომა გაიმართა

15 მაისი, 2019

ბათუმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კომიტეტების სხდომას მასპინძლობს.

სხდომაზე  ასამბლეის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და ისაუბრა BSEC-ის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნისთვის.

,,განსაკუთრებით სასიხარულოა რომ აჭარა მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას როგორიცაა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. საქართველო გახლავთ BSEC ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური მონაწილე. ჩვენ საერთო ფასეულობების მოფრთხილებით და თანამშრომლობით, იქნება ეს ვაჭრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება თუ სხვა ეკონომიკური აქტიურობები, ხელს ვუწყობთ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას და შავი ზღვის აუზში კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეგიონალურ კოოპერაციას”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ.

„ჩვენი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მადლობა მინდა გადავუხადო BSEC-ის ქვეყნებს ამ ურყევი მხარდაჭერისთვის და იმ კონკრეტული ჩანაწერისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ეროვნულ მისწრაფებებს'',- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ორი დღის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი იმსჯელებს.

საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომების ფარგლებში დელეგატები გაეცნენ მოხსენებებს თემებზე  „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“  და ,,სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განმტკიცებაში“. გაიმართა დებატები, სადაც კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს.  

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ დანელიამ, სახალხო დამცველის მოადგილემ თამარ გვარამაძემ და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებმა.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები