პროექტი "მედიART2" განხორციელდება

17 მაისი, 2019


2019 წლის 18 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით ბათუმში, სოციალურ კაფე "თავისუფალ სივრცეში" „თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტი "მედიART2" განხორციელდება.

პროექტის მიზანია  ბათუმელ ხელოვანთა ნამუშევრების ადაპტირება და ინკლუზიური მიდგომების დანერგვით კულტურული ღონისძიებების აღქმისა და ხელმისაწევდომობის გაზრდა შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთათვის.

პროექტით მედიArt2, თანამედროვე ხელოვანებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი შემოქმედება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ და შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის დროს შშმ პირთა  საჭიროებები გაითვალისწინონ.  

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

 ინკლუზიური მუსიკალური საღამოები - (ბათუმელი მომღერლების საავტოტო მუსიკის ადაპტირება ჟესტურ ენაზე)

სმენისარმქონე/სმენადაქვეითებული მხატვრის ნამუშევრების გამოფენა - ანა ჭყონია, 20 წლის თვითნასწავლი ბათუმელი სმენადაქვეითებული  მხატვარი.

სმენისარსმქონეთათვის ადაპტირებული ქართული ფილმების ჩვენება და განხილვა - თავისუფალ სივრცეში გაიმართება სამი ჟესტურ ენაზე ადაპტირებული ფილმის ჩვენება „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანებასთან“   ერთად.

 ადაპტირებული მონოსპექტაკლი - ახალგაზრდა რეჟისორი ლაშა შეროზია  პროექტის ავტორთან კონსულტაციით  შეარჩევს მონოპიესას და სუდოთარჯიმანთან თანამშრომლობით  დადგამს ადაპტირებულ მონოსპექტაკლს, რომლის ჩვენება გაიამრთება „თავისუფალი სივრცეში“.

 ვორქშოპი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შესახებ - პროექტში ჩართული ხელოვანები მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფში, რომელიც დეტალურად გააცნობს თუ რა არის შეზღუდული შესაძლებლობა, რა  საჭიროებები და გამოწვევები აქვს აღნიშნულ თემს, როგორ ხდება შშმ პირთათვის სივრცის მორგება და მათი ფუნქციონალური ჩართულობა.

პროექტს ახალგაზრდული ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ახორციელებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები