აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩს გიედრიუს პუოჯუნას შეხვდა

20 მაისი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩს გიედრიუს პუოჯუნას შეხვდა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე და მოიცავს პოლიტიკურ-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს. 

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაგეგმილია ბათუმიდან ჩარტერული რეისების განხორციელება ლიეტუვას მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების ნაკადს რეგიონში. ტურიზმის სფეროში პარტნიორობის გასაღრმავებლად  გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთის და პალანგას მუნიციპალიტეტებს შორის. 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლიეტუვას ოთხ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ევროპული გამოცდილების გაზიარებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები