5 ივნისი - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

05 ივნისი, 2019

     5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ რამდენიმე აქტივობა გამართა.

  ამ ღონისძიებების ფარგლებში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსთან ერთად და მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელშეწყობით პარკის ტერიტორია მოინახულეს და საინტერესო შემეცნებითი ლექცია მოისმინეს ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლისა და გიმნაზია „21-ე საუკუნე“-ს აღსაზრდელებმა.

  ლექცია-სემინარს სტუმრობდნენ ბათუმის მესამე საჯარო სკოლის უფროსკლასელებიც უკვე გარემოს დაცვის სამმართველოს საკონფერენციო დარბაზში, სადაც მათ მასპინძლობას უწევდა სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი - გურანდა ბაგრატიონი.

    ორივე შემეცნებითი აქტივობა დილოგისა და ორმხრივი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები