გასვლითი ღინისძიება ხელვაჩაურის არქივში

06 ივნისი, 2019

2019 წლის 5 ივნისს, საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო- ხელვაჩაურის არქივში ჩატარდა  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე ანზორ თხილაიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: რამაზ ბოლქვაძე  (სამმართველოს უფროსის მოადგილე), თამაზ ფუტკარაძე, ელგუჯა ჩაგანავა (სამსახურის უფროსები), ავთანდილ ლეონიძე (ტერიტორიული ორგანო- ხელვაჩაურის არქივის უფროსი), უფროსი სპეციალისტები: შორენა ფარტენაძე, თენგიზ პარმაქსიზიშვილი, ციცი ცინცაძე, ეთერ მიქელაძე, ლუიზა კონცელიძე, ფრიდონ ქარდავა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერიის, საკრებულოს, რესურსცენტრის, ახალგაზრდული ცენტრის, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

მოხსენებებით: ,,საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, დამოუკიდებლობის აქტი“ და ,,მენშევიკები ხელისუფლების სათავეში“  გამოვიდნენ ფრიდონ ქარდავა და  თამაზ ფუტკარაძე.

დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა  გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები