აჭარისა და მადეირას რეგიონებს შორის თანამშრომლობა იგეგმება

08 ივნისი, 2019

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მადეირას ავტონომიური რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯონ ლინო თრაქუადა გომეს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს მადეირაში ირენეუ კაბრალ ბარეტოს შეხვდა.

შეხვედრაზე  მხარეებმა ისაუბრეს  საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს  მეგობრული ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას და  ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.

,,გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მადეირასა და აჭარის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე, ასევე, ეკონომიკის და ტურიზმის თვალსაზრისით თანამშრომლობის პერსპექტივებზე. დღესვე შევხვდით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს მადეირას ავტონომიაში და გვქონდა განხილვა ცენტრალური და რეგიონული მთავრობების თანამშრომლობის ასპექტებზე.“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს გააჩნიათ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებზე, ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ მარშრუტებში.

პორტუგალიასა და საქართველოს შორის დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ტურიზმის მიმართულებით. მიმდინარე წელს პორტუგალიიდან ვიზიტორთა რაოდენობა 35% ით გაიზარდა.  პორტუგალია ტურიზმის სფეროში შთამბეჭდავ წარმატებას აღწევს და   მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინათინ ზოიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი მადეირას რეგიონში დაკავშირებულია ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიასთან, სადაც ბათუმი ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად არის ნომინირებული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები