მინისტრის მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდა

10 ივნისი, 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების - „მომავლის თაობა“ და „ვიმოქმედოთ უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეებს შეხვდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ ახალგაზრდული პოლიტიკისა და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული მიმართულება იქნება განსაკუთრებით გამოკვეთილი და მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვა მიმდინარე პროცესებში.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა საკუთარი მოსაზრებები, ხედვები და ინიციატივები წარმოადგინეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები