თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები

11 ივნისი, 2019

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის დამაკავშირებელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები ფინანსთა მინისტრთან და გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად მოინახულა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ტურისტული რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ არსებული პრობლემების მოგვარება, რაც ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება.

,,აჭარაში ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები . დღეს დავათვალიერეთ ორთაბათუმი - ბარცხანის მონაკვეთი, რომელიც სულ რამოდენიმე დღეში დასრულდება, ამ მიმართულებით წელს დაახლოებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ჩვენ გვექნება თანამედროვე გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება მოსახლეობის ინტერესებს “ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში 1.3 კმ სიგრძის ასფალტის საფარის დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 887 996 ლარია გამოყოფილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები