პროფესიული სასწავლებელი მაღალმთიან აჭარაში

04 ივლისი, 2019

ხულოს მუნიციპალიტეტში პროფესიულ სასწავლებელი ფუნქციონირებს, რომელიც ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ ფილიალია.
დღეს, ხულოს პროფესიული სასწავლებელი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
ხულოს პროფესიული სასწავლებელი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ხულოს ფილიალში მოქმედებს ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ელექტროობა, სასტუმრო მომსახურება, სატყეო საქმე და ინფორმაციის ტექნოლოგია. ხულოს ფილიალი ავტორიზირებულია 120 სტუდენტზე.
მაღალმთიან აჭარაში პროფესიული სასწავლებელი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები