სტომატოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონგრესი

05 ივლისი, 2019

ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მეთხუთმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

დელეგატებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კონგრესის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე.

კონგრესი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. კონგრესი, „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ - ამ სახელწოდებით იმართება და მისი მიზანია ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება.

კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი პირის ღრუს ჯანმრთელობას უკავშირდება - ქალთა ჯანმრთელობის ჭრილში. საკითხის აქტუალობას მოწმობს მუდმივად განახლებადი გაიდლაინები და კვლვები ბავშვთა პირის ღრუს ჯანმრთელობის, ორსულთა მომსახურებისა და დედათა ჯანმრთელობის საკითხებზე.

კონგრესის ფარგლებში ბათუმს სტუმრობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დელეგატები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, ჰონგ კოგიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი ყველაზე მასშტაბური სტომატოლოგიური ღონისძიებაა რეგიონში. კონფერენციის პარალელურად იმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტუმენტების და დანადგარების გამოფენა-გაყიდვა.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები