ახალი სკოლების მშენებლობები დაიწყო

05 ივლისი, 2019

აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კეთილმოწყობა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

სწორედ ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამას, რომლის მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა სკოლებში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2019 წელს იწყება 8 საჯარო სკოლისა და 2 ცალკე მდგომი სპორტული დარბაზის მშენებლობა და განხორცილედება15 სკოლის რეაბილიტაცია.

ხულოს მუნიციპალიტეტში განახლების საჯარო სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ჯემალ სურმანიძე და ხულოს მუნიციპალიტეტი მერი ვახტანგ ბერიძე გაეცნენ.

სოფელ განახლებაში აშენდება სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილი იქნება 150 მოსწავლეზე. სკოლის შენობაში გათვალისწინებულია სააქტო დარბაზი, სასადილო ოთახი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და ლიფტი.

მინისტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ქედქედში მიმდინარე მშენებლობასაც გაეცნო.

ქედქედში აშენდება სამ სართულიანი შენობა 180 მოსწავლეზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები