რეწვის ოსტატები აჭარიდან

05 ივლისი, 2019

28-30 ივნისს ახალციხეში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული „მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში ოსტატთა ჯგუფმა აჭარიდან მონაწილეობა მიიღო „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალში“.

ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ფესტივალის ფარგლებში ოსტატებმა წარადგინეს ღია მასტერკლასები ციხის ტერიტორიაზე, დაესწრნენ სახელოსნოების ტურისტული სერვისის და პროდუქციის განვითარების ტრენინგებს, ჩატარდა ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისათვის, სადაც ოსტატებმა დეტალურად გააცნეს კომპანიებს სახელოსნოს პროდუქცია და შეთავაზებები.

აჭარის ოსტატებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მასტერკლასები: ქარგვის მასტერკლასი. ხეზე კვეთის მასტრეკლასი, თელვის მასტერკლასი, ფუჩეჩის წვნის მასტერკლასი, ჭიბონის შექმნის მასტერკლასი და მუსიკალური შესრულება, ფანდურის შექმნის მასტერკლასი და ხალხური მუსიკალური საკრავების მასტერკლასი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები