აჭარას უცხოელ ბიზნესმენთა დელეგაცია სტუმრობს.
ინდოეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან და ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა.
შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. საუბარი აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ზოგადად საინვესტიციო პროცესებს და ამ კუთხით დაგეგმილ სიახლეებს შეეხო.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე კუჭავამ უცხოელ ბიზნესმენებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები გააცნო.
სამშენებლო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვების მრეწველობის წარმომადგენლები, საქართველოში ბიზნესის დაწყების პროცედურებითა და საკანონმდებლო რეგულაციებით დაინტერესდნენ.