ბათუმის N6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

07 ივლისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT190013144) სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის არსებული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3 491 578 ლარს.

პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 540 მოსწავლეზე ერთ ცვლაში. შენობაში განთავსდება 18 საკლასო ოთახი და დამხმარე ოთახები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. შენობა ადაპტირებული იქნება, მოეწყობა ლიფტი, შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი.

ასევე, განხორციელდება არსებული შენობის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია.

ეზო სრულად კეთილმოეწყობა. აქვე განთავსდება:  ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით.

სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდება 25 ივლისს 12:00 საათზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე http://procurement.gov.ge/

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები