სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის კომპონენტის ფარგლებში სამინისტრო კონკურსს აცხადებს

09 ივლისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის კომპონენტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად, ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებსაკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი), ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე მოქალაქეებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

გრანტი გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სამუშაო შეხვედრა (სემინარი).

სამინისტროში განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 8 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები