მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები

10 ივლისი, 2019

დღეს, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა. გამოცდის მიმდინარეობის პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეცნო. 
გასულ წელთან შედარებით მაღალია პედაგოგთა გამოცხადების მაჩვენებელი და აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სამ საგამოცდო ცენტრში პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.                                                              
აჭარაში სულ დარეგისტრირებულია საგნის ჩასაბარებლად 3631 პედაგოგი, პროფესიულ უნარებზე გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 2614 პედაგოგი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები