თორნიკე რიჟვაძემ წარმატებულ სპორტსმენებს უმასპინძლა

03 აგვისტო, 2019

“აჭარაში სპორტსმენებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად, უპრეცედენტო სამუშაოები მიმდინარეობს”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო მიღწევების მქონე სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს და სფეროს წარმომადგენლებს  უმასპინძლა. 

მათ შორის იყო შმაგი ბოლქვაძე, რომელმაც წელს, 28-30 ივნისს, ქალაქ მინსკში, ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე ადგილი მოიპოვა. ასევე, ევროპის ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე, დიეგო ჩხიკვაძე. მეორე ადგილის პრიზიორები - ლერი აბულაძე, ანრი თავართქილაძე,  ხვიჩა აბულაძე. და ნუკრი ბენიძე -  მესამე ადგილის პრიზიორი ბაქოს ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალზე. 

თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა, მათი მიღწევები ხაზგასმით აღნიშნა და მხარდაჭერა გამოხატა.  მისი თქმით, აჭარაში სპორტსმენებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად, უპრეცედენტო სამუშაოები მიმდინარეობს  და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა, როგორც ქალაქში ისე მთაში. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები