ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა

05 აგვისტო, 2019

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ  მამუკა ბახტაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად   მაღალმთიანის აჭარის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული “შუამთობა” მიულოცა.
     
თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანეთში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ პროექტებზე.

„განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენ სტუმრებს, ხულოს, ხულოელებს და ამ ლამაზი კურორტის, ბეშუმის სტუმრებს. შუამთობა არის ჩვენი ძირძველი ტრადიციების გაგრძელება, რომელიც აერთიანებს მთასა და ბარს, ყველა თაობას. მადლობა, რომ დღეს ამდენი ახალგაზრდა ესწრება ამ დღესასწაულს. 

მაღალმთიანი აჭარის სიძლიერე არის მთელი რეგიონის და ქვეყნის სიძლიერის წინაპირობა. ამიტომ, ჩვენ, ყველა ერთად, ვაკეთებთ მაქსიმუმს, ვშრომობთ ყველა ერთად, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, გაძლიერდეს მაღალმთიანი აჭარა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს ჩვენს უფროს თაობას, ასევე ახალგაზრდებს განათლებისთვის, სწავლისთვის. ბატონმა პრემიერმა დაასახელა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება და ახალ სიცოცხლეს, ახალ ენერგიას შესძენს მთას. 

შარშან, როგორც შევთანხმდით, პრემიერ მინისტრის დავალებით გავაკეთეთ ბეშუმის განაშენიანების სტრატეგია. ასევე, ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს, ვინც დღეს აქ ამოვიდა, დისკომფორტი შეუქმნა გზამ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტემპები დაჩქარდეს და ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ ეს პრობლემა, რათა აღარავის შეექმნას დისკომფორტი ბეშუმში და ხულოში ამოსვლისას.
 
მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ შუამთობა და თითოეულ ოჯახს ვუსურვო გამარჯვება, ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვო სიძლიერე.” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კურორტ ბეშუმში ეს დღესასწაული ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება. წელს “შუამთობას” უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები