ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სეზონური სკოლა გაიხსნება

06 აგვისტო, 2019


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 აგვისტოსს, 10:00 საათზე სეზონური სკოლა სახელწოდებით კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევებიგაიხსნება.

სეზონური სკოლა მიზნად ისახავს კონსტიტუციური დემოკრატიის ძირითადი  პრინციპების შესწავლასა და უცხოური გამოცდილების გაზიარებას.

სეზონური სკოლა სტუდენტებს ჩამოუყალიბებს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევებს, დარგში არსებული პრობლემების დასმის, კრიტიკული აზროვნების, სამართლებრივი ანალიზის და პრეზენტაციის უნარებს.

სეზონური სკოლა გაგრძელდება 25 აგვისტოს ჩათვლით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სსიპ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის სტუდენტებსა და სეზონური სკოლის თემატიკით დაინტერესებულ პირებს.

სეზონური სკოლის ფარგლებში მოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების ჰემლაინის უნივერსიტეტის პროფესორი დეივიდ შულცი, ლიეტუვას მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორი თომა ბირბონტიენე, ლატვიის უნივერსიტეტის პროფესორი  ანიტა როდინა და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი  რიჩარდ ალბერტი.

სეზონურ სკოლაში მოწვეული სპეციალისტების კვალიფიკაცია და თემატიკა საშუალებას იძლევა შესწავლილი იქნას საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება, ევროპული ქვეყნების მმართველობის სისტემები, რაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია ქართველი სტუდენტებისათვის.

სეზონური სკოლა დაფინანსებულია აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსუმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“  ფარგლებში, სსიპ  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიკოლას რომერის უნივერსიტეტის  პარტნიორობითა და აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის თანადაფინანსებით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ



 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები