თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

08 აგვისტო, 2019

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

„აგვისტოს ომი არის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დავკარგეთ, ბევრი ჯარისკაცი. ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკით ეცდება გააერთიანოს ეს ქვეყანა. „ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე დაღუპული კაპრალის თეიმურაზ ბერიძის ოჯახის წევრებს შეხვდა და გაესაუბრა. ჯარისკაცს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

2008 წლის  აგვისტოს ომში 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, აქედან 19 ჯარისკაცი აჭარიდან იყო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები