აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

09 აგვისტო, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ლელა გოგუაძე უხელმძღვანელებს. სააგენტოს დირექტორი თანამშრომლებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტმა დღეს წარუდგინეს. სააგენტოს დირექტორის პოზიცია ივნისში თინათინ ზოიძის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ გახდა ვაკანტური.

ლელა გოგუაძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 10 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2016 წლიდან დღემდე მუშაობდა პიარისა და რეკლამის სამსახურში, მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ და ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელად. ლელა გოგუაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი და დოქტორანტია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები