აჭარაში პრაქტიკულად არცერთი გაჩერებული პროექტი აღარ გვაქვს

29 აგვისტო, 2019

    “ჩვენ რეგიონში პრაქტიკულად აღარ გვაქვს გაჩერებული საინვესტიციო პროექტი” - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე ქობულეთში განაცხადა.

     “მათ რიცხვს კიდევ ბევრი დაანონსებული პროექტი დაემატება, ნაწილი კი - წლის განმავლობაში აქტიური მშენებლობის ეტაპზე გადავა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტული საქმიანობებიდან გამომდინარე, ორი წლის განმავლობაში 6 000 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ” - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა.

     თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობის ამბიციური გეგმის შესაბამისად, წლის ბოლომდე საინვესტიციო პორტფელი 3 მილიარდ ლარზე უნდა ავიდეს. “ეს იქნება მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიც რეგიონს შეჰმატებს, როგორც ახალ, თანამედროვე ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვაპირებთ, რომ იყოს თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებს კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი”. - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები