აჭარის მთავრობის სხდომას სანქციების შედეგად დაზარალებულები დაესწრნენ

29 აგვისტო, 2019

რეგიონის პირველი პირი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ტურისტულ სეზონზე სანქციების შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის საკითხს. სხდომას ქობულეთში სანქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.

“ჩვენთვის ბოლომდეა გასაგები ის პრობლემა, რომელიც შეიქმნა შუა ტურისტულ სეზონზე კონკრეტული სანქციებიდან გამომდინარე და ამ მოცემულობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ და მთლიანადჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა თანადაფინანსების მექანიზმი. ამით, პირველ რიგში,ისარგებლებენ ქობულეთში არსებული ტურისტული ობიექტების, მცირე და საშუალო ზომისსასტუმროების მეპატრონეები” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმდჯომარის განცხადებით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არსებული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს მოქალაქეებს, რათა არცერთი ობიექტის მეპატრონეს არ შეექმნას პრობლემა საბანკო დაწესებულებებთან.

“ასევე, იცით რომ ამოქმედდა მნიშვნელოვანი საკრედიტო საბანკო მექანიზმი და ამ მექანიზმის ფარგლებში არ უნდა გაჩერდეს არცერთი ტურისტული ობიექტის მშენებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეგიონში ტურიზმი მიგვაჩნია პრიორიტეტად. ეს არის მართლაც ადგილობრივი ეკონომიკის ერთ-ერთი ლოკომოტივი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის დარგში პროექტები და ინვესტიციები, ამ დარგში დასაქმებული ადამიანებისა და ბიზნესის ხელშეწყობა” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ მთავრობის სხდომაზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები