ევრონიუსის მენეჯმენტი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

30 აგვისტო, 2019

აჭარის ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ტელეკომპანია ევრონიუსის მენეჯმენტი გაეცნო. რეგიონში ვიზიტისას ტელეკომპანიის წარმომადგელებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე შეხვდა, რომელმაც სტუმრებთან ერთად დეპარტამენტისა და ევრონიუსის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო მასშტაბით რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას ევრონიუსის მეშვეობით ბოლო წლებია აქტიურად ანხორციელებს. აჭარის საზღვაო და სამთო პროდუქტები არაერთხელ მოხვდა ევრონიუსის გადაცემებში  Metropolitan, Cult, Focus, Adventure, ვიდეობლოგი „24 საათი ბათუმში“ როგორც სიუჟეტების, ასევე სატელევიზიო რეკლამის სახით. გარდა ევრონიუსისა, აჭარის სატელევიზიო რეკლამები ასევე ტრიალებდა Deutsche Welle-ს, BBC-ის, National Geographic-ის, Travel Channel-ისა და გერმანიის ადგილობრივი არხების RTL, N-TV ეთერში.

 

აჭარაში ვიზიტისას ევრონიუსის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ქალაქ ბათუმის მერს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და მოადგილეს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის BIAFF მენეჯმენტს. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა რეგიონი უკვე დატოვეს.

 

  1. სინქრონი - ნინო ხახუბია- აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

  2. სინქრონი -  კიელ შტაინი -   ევრონიუსის საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი -

    „ პირველად ბათუმში 8 წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ ქალაქის ნამდვილად შეცვლილია, ძალიან ლამაზია და ეს არაა მხოლოდ ზღვა. ამ ქალაქს ბევრის შეთავაზება შეუძლია ტურისტებისთვის თავისი სტუმართმოყვარე ხალხითა და მთიანი აჭარის ულამაზესი ბუნებით. გილოცავთ ჯილდოსაც, რომელიც წელს მიიღეთ, ეს ნამდვილად ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ჯილდოა“.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები