ხელისუფლება მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

31 აგვისტო, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა.  თორნიკე რიჟვაძე ყინჩაურის, ღორჯომისა და ვაშლოვანის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. რეგიონის პირველმა პირმა მთის მცხოვრებლებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები გააცნო.  

შეხვედრაზე შეკრებილებმა ძირითადად სოციალურ თემებზე გაამახვილეს ყურადღება. დაისვა წყალმომარაგების სისტემისა  და სკოლის რეაბილიტაციის საკითხი, რაზეც მოსახლეობამ დაპირება მიიღო.  

ხელისუფლების პოზიციაა, რომ ამ ტიპის შეხვედრები მხოლოდ არჩევნების წინ არ  ტარდებოდეს. თორნიკე რიჟვაძე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეტაპობრივად შეხვდება. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები