საზაფხულო სკოლა გაიხსნა

02 სექტემბერი, 2019

2-14 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას განათლების მიმართულების სტუდენტებისა და მასწავლებლობის სტატუსის მაძიებელი პირებისთვის: „ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში“.  საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ლოგიკის, როგორც თეორიული მეცნიერების საფუძველზე სწავლა-სწავლების ახალი მოდელის შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება სწავლისა და სწავლების პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესებისკენ, ასევე მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ. საზაფხულო სკოლა იმართება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში. სკოლას წარუძღვებიან ბსუ-ს სპეციალისტები, ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე; ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრი, ბსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრი, იმედა იაკოვენკო; ასევე განათლების მოწვეული ექსპერტები: პაატა პაპავა და სიმონ ჯანაშია. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა. საზაფხულო სკოლა გათვლილია ოცდაათ მონაწილეზე. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 23 06 09; 557 45 45 53 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები