პეტრას ციხეზე მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება

04 სექტემბერი, 2019

პეტრას ციხე, რომელიც არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მალე ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი გახდება.

ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.

“უახლოეს დღეებში პეტრას ციხეზე ჩვენ ვიწყებთ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული ტურისტებზე. გაჩნდება ახალი სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი,” - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

სამუშაოები დასრულდება 2020 წელს. ბიუჯეტი -1 750 000 ლარია.

ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები